ტერიტორიაზე გვაქვს მცირე საოჯახო მეურნეობა (ძროხა, ხბო, ქათამი, კურდღელი), ამიტომ სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ უგემრიელესი რძე, ყველი და სხვა რძის პროდუქტები; სხვადასხვა საკვები ბოსტნიდან (მზარეულმა მამიამ თავისი კულინარული საქმიანობა დაიწყო ჯარში, ის ამზადებს ძალიან გემრიელ კერძებს; მადონა ასევე გემრიელად ამზადებს, განსაკუთრებით აჭარულ ხაჭაპურს და აჩმა-ხაჭაპურს).
ასევე არის დიდი მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის ბაღი; სხვადასხვა ხილი (სხვადასხვა სახის ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, ყურძენი, მარწყვი, ატამი, კივი, ფეიხოა, ხურმა, მოცვი და სხვა). ტერიტორიას აქვს საკუთარი მეფუტკრეობა და გემრიელი მთის თაფლი; ჩვენი წარმოების ჭაჭა და ღვინო.
ასე რომ, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ სხვადასხვა ტრადიციულ ქართული კერძები, ალკოჰოლური სასმელები. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვემსახუროთ ჯგუფებს.
ჩვენი ფასები დემოკრატიულია და არ არის ძვირი, ამიტომ კეთილი იყოს თქვენი მოსვლა!